გუდაური

გუდაური თხილამურ კურორტი

გუდაური წარმოადგენს წამყვან და ამასთანავე საინვესტიციოდ იდეალურ ლოკაციას საქართველოში. იგი გამოირჩევა ტურისტთა სიუხვითა და დატვირთული ტრანზიტული მოძრაობით მთელი წლის განმავლობაში. კურორტი არის ყველაზე მოთხოვნადი და ასევე დიდი სამთო-სათხილამურო მიმართულება რეგიონში. იგი მხოლოდ 120 კმ-ში მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ადგილზე, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დახვდებათ 64 კმ სასრიალო ტრასები, 15 თანამედროვე საბაგირო ( ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ხოლო ზედა 3276 მეტრზე მდებარეობს) და კავკასიონის მთების წარმოუდგენელი სილამაზე. სულ რაღაც 23 კმ-ში მდებარეობს ისტორიული დაბა “ყაზბეგი”. უკანასკნელი წლების განმავლობაში, კურორტი ძალიან სწრაფად ვითარდება. დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ დაისვენონ საუკეთესო სასუმროებსა თუ აპარტ-ოტელებში, დააგემვნონ უგემრიელესი ქართული თუ ევროპული სამსაზრეულო და დატკბნენ დაუვიწყარი პეიზაჟებით. ასევე გუდაური იდეალურია, ღამის სრიალის , პარაგლაიდინგის, ჰელისკის და სხვა ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. გუდაურში ინვესტიციის გაწევა მოიაზრება ერთ-ერთყველაზე რაციონალურ გადაწყვეტილებად, რადგანაც კურორტი წარმოადგენს საინტერესო და ამავე დროს დაუვიწყარ მიმართულებას წლის ოთხივე სეზონზე.

Marshall Development

Renowned Real Estate Developers in Georgia

Engage with us on our social media to share exiting news and offers